LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიქტატურა! არ დაგვხუროთ რა, ჩვენით დავიხურებით – მაუწყებლები ცვლილებებს აპროტესტებენ

2545
Capture

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, იმისთვის, რომ კომპანიებმა მომხმარებლებს მობილურ და ინტერნეტ მომსახურებებზე არარეალურად მაღალი ფასები არ დაუწესონ. სატარიფო კონტროლისა და აბონენტების ინტერესების დაცვას კი სახელმწიფოს კანონში არსებული მექანიზმის გარეშე ვერ შეძლებს.

აღნიშნული განცხადება კახა ბექაურმა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ბექაურის თქმით, მობილური კომუნიკაციების და ფიქსირებული ინტერნეტ ბაზარზე უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი და კონკურენტული გარემო, ამისთვის კი ბიზნესისთვის თავისუფალი დაშვებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მარტივად შესვლის უზრუნველყოფა აუცილებელი წინაპირობაა.

„ამ საკითხზე ჩვენ ხანგრძლივი მოსმენა უკვე გვქონდა და სხდომაზე დარიგებული ვერსია არ ასახავს იმ მოცემულობას, რომელიც უკვე შეთანხმებულია, რადგან კონსულტაციები ბოლო პერიოდამდე გრძელდებოდა და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. შესაბამისად, მომხსენებელი წარმოადგენს იმ საბოლოო ვარიანტს, რომელიც უკვე შეჯერებულია“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კანონპროექტის ძირითადი პრინციპები წარადგინა და კონსულტაციების შედეგად მომზადებულ რედაქციაზე ისაუბრა. საკითხის განხილვა დისკუსიის ფონზე წარიმართა. პარლამენტის წევრებმა, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების წარმომადგენლებმა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კანონპროექტის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს.

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

 

კანონპროექტმა მკაცრი კრიტიკა დიმსახურა მაუწყებლების მხრიდან, რომლებიც ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას და რაც მთავარია, წარმოდგენილ კანონპროექტში საფრთხეს ხედავენ. რამდენიმე მათგანმა სოცქსელების მეშვეობით დაუფარავად დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება.

 

ნინო ჯანგირაშვილი (ტელეკომპანია “კავკასია”):

ჯერ სად ხართ: აი, ახლა, ამ კანონების ქექვაში აღმოვაჩინე, რომ 21 მაისს მიუღიათ კანონში ცვლილებები, რომლებიც ზოგიერთი დარღვევისთვის ითვალისწინებს მაუწყებლის არა გაფრთხილებას, არამედ პირდაპირ დაჯარიმებას. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ლიცენზიის შეჩერებას. მერე რა ხდება აღარ წერია, ანუ ჩამოგართმევენ ლიცენზიას და კარგად მეყოლე. კანონი ძალაში შედის 1 სექტემბრიდან.
არ დაგვხუროთ რა ბატონო კახა. ჩვენით დავიხურებით.))

 

სერგი კაპანაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი, “ევროპული საქართველო”)

“უკანონობის ზეიმია დღეს და ამ დღეებში პარლამენტში. უსამარცხვინოესი პროცესი მიდის.
დაჩქარებული წესით უნდათ მარეგულირებლებს მისცენ ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების სფეროების კონტროლი.
ისე ჩქარობენ, რომ ტელეკომის კანონის ვერსია ჯერ არ გაუვრცელებიათ. არავის არ აქვს დარბაზში!
დეპუტატებს კითხვებს არ ასმევინებენ.
კომიტეტი პლენარულის დროს დანიშნეს. რაც კანონის დარღვევაა.
ახლა მოუწიათ შესვენების გამოცხადება კომიტეტზე. მერე პლენარულზე გამოაცხადებენ ალბათ, რომ კომიტეტი მოასწრონ.
ამ მონებს რომ ქვეყნის მართვის საშუალება დარჩეთ, წარმოიდგინეთ სადამდე მივლენ.

მთავარი გმირები:
სემეკი – ნარმანია
კომუნიკაციები – ბექაური
კომიტეტის თავმჯდომარე – კაკულია
და ბევრი უტყვღილაკმჭერი…

 

 

თამთა მურადაშვილი (ტელეკომპანია” მთავარის” ადვოკატი)

დიქტატურა ‼‼‼

SOS‼ მარეგულირებელ კომისიის ინიციატივით, დაჩქარებული წესით კანონში, სხვა ცვლილებებთან ერთად, შედის ცვლილებები, რომლის ძალითაც:
1) კომისიის გადაწყვეტილებას თუ გაასაჩივრებ სასამართლოში, კომისიის აქტის მოქმედება ავტომატურად აღარ გაჩერდება, როგორც ეს. ადმინისტრაციული კოდექსით იყო გათვალისწინებული.
2) კომისია უფლებამოსილია, რომ სპეციალური მმართველები დაუნიშნოს მაუწყებლებს!!!! თავად ნიშნავს, 2 წლამდე ვადით!!!!!!

 

 

magti 5g