კორონავირუსის პანდემიის გამო, უამრავი კინოპრემიერა გადაიდო, მათ შორის მოხვდა „მულანიც“, რომლის ჩვენება 27 მარტს უნდა გამართულიყო. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილმის პრემიერას სულ მალე ვიხილათ.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი 1998 წლის მულტფილმის მიხედვითაა გადაღებული. რეჟისორი ნიკი კარო გახლავთ, მთავარ როლში კი ლიუ იფეია. ფილმის პრემიერა 4 სექტემბერს იგეგმება.