LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისტანციურად სამუშაოდ, საქართველოს უკვე უცხო ქვეყნის 1004 მოქალაქე ეწვია

98
1280x720-cmsv2-b8b33a18-7cde-51bf-b39e-0fb9d87ff2a6-5453922

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ 10-ზე მეტი ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენოვანი მედიასაშუალება სტატიას და სიუჟეტს აქვეყნებს, მათ შორისა: Euronews, France Press,  France 24 და  AFP.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 14 მარტის ჩათვლით, პროექტში “იმუშავე საქართველოდან” 2650 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა. მიღებული აპლიკაციების 58% თვითდასაქმებულია, 26% -სრულ განაკვეთზე დასაქმებული, 16% კი – მეწარმეა. პროექტის ფარგლებში, 90-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა.

მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურებულია 1800-მდე. პროგრამის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია უცხო ქვეყნის 1004 მოქალაქე.

დადასტურებული 1800-მდე რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის აპლიკაცია საშუალოდ  6 თვიან პერიოდში, საკარანტინო სივრცეში ხარჯის გათვალისწინებით 23 მილიონ დოლარამდე პოტენციურ დანახარჯს უტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g