LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერი ანი ჯალიაშვილი ახალი კოლექციისთვის ემზადება

120

დიზაინერი ანი ჯალიაშვილი მომხმარებელს აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, პროდუქციას ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით, თოკებითა და კრისტალებით ქმნის. ამ ეტაპზე კი, ის ახალ კოლექციაზე მუშაობს, სადაც მსურველებს მეტალის ნაკეთობებსაც შესთავაზებს.

„ახალი ჩართული ვარ ამ სფეროში. მთავარი აქცენტი ხარისხზე მაქვს გაკეთებული. ვცდილობ, ყველა ნივთი ექსკლუზიური იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამკაულებს ვქმნი, შეკვეთის შემთხვევაში შემიძლია სამოსი, ჩანთები, ფეხსაცმელი და სხვადასხვა ნივთები გავაფორმო“, – განაცადა ჯალიაშვილმა.

ანა ჯალიაშვილის აქსესუარების შეძენა მომხმარებელს 30–80 ლარის ფარგლებში შეუძლია. შეკვეთებს Facebook–ის საშუალებით იღებს, შეკვეთიდან 3–14 დღეში კი კლიენტი სასურველ ნივთსაც მიიღებს.

(https://www.facebook.com/aniaccessories/timeline )

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები