LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის ავტოსალონი გაუქმდა: გამოფენა შვეიცარიაში აღარ ჩატარდება

125
ჟენევის ავტოსალონი გაუქმდა გამოფენა შვეიცარიაში აღარ ჩატარდება

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ავტოსალონი სამუდამოდ გაუქმდა. ჟენევის ავტოსალონის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ გამოფენა შვეიცარიაში აღარ გაიმართება.  მიზეზები ცნობილია: ავტომწარმოებლების მხრიდან ინტერესი და დამსწრეთა რაოდენობა შემცირდა, ხოლო ევროპული ავტო გიგანტები პარიზის და მიუნხენის ავტო შოუებს ანიჭებენ უპირატესობას. 2025 წლისთვის ჟენევის ავტოსალონს კატარის გამოფენას დაარქმევენ.

ჟენევის ავტოსალონი პირველად 119 წლის წინ ჩატარდა და მისი სახელწოდება ნამდვილ ბრენდადაც იქცა, ამიტომ ასე უბრალოდ არ უნდა დაიკარგოს.

ცნობილი ავტო გამოფენის ტრანსფორმაცია გარდაუვალი იყო მას შემდეგ რაც 2020, 2021 და 2022, 2023 წლებში გამოფენა კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. ტრიუმფალური დაბრუნება არც წელს გამოვიდა: ოფიციალური სტენდები მხოლოდ Renault-ს, Isuzu-ს, Lucid-ს და ჩინურ ავტომწარმოებლებს ჰქონდათ აღებული. ორგანიზატორებმაც ჩათვალეს, რომ მონაწილეთა ახლო აღმოსავლეთში მოზიდვა ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები