მუქარები რუსეთისგან და ე. წ. აფხაზეთის დელეგაციის შეხვედრა სერგეი ლავროვთან- ეს ყველაფერი კი ჟენევის 47-ე რაუნდის წინ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ეს ფაქტები სიტუაციას უფრო ართულებს. მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლების მუქარები, ასევე დემონსტრაციული ნაბიჯები არსებულ ფონზე უარყოფითად იმოქმედებს.
დარსალია ასევე აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების დროს საქართველოს დელეგაცია ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს, მათ შორის, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამუშავებაზე.
მისივე თქმით, ჰუმანიტარულ ჯგუფში განსაკუთრებული აქცენტი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაკეთდება. ასევე ისაუბრებენ უკანონო დაკავებებსა და შედეგად, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე.
შეგახსენებთ, ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი დღეს დაიწყო, თუმცა დისკუსიები უკვე ხვალ გაიმართება.