LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა დარსალია თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

65
ლაშა დარსალია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, სამინისტროში დღეს გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთან, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა, გამოწვევები, საფრთხეები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა, რომ საქართველო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებშიც ორივე ქვეყანა მონაწილეობს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს უახლოეს მომავალში ჩატარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ ასევე განხილულ იქნა კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა ერთმანეთის დახმარების აუცილებლობას გამოცდილების, რესურსებისა და არსებული პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით. დადასტურდა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და გააქტიურებაზე.

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს, დაგეგმილია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გაცნობითი სახის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები