ვიზუალური ხელოვნების პრემია „ჟირაფის“ შესარჩევი კონკურსი დაიწყო. პრემია, რომელიც ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯის” ხელმძღვანელის, გიორგი ჯავრიშვილის მიერ დაფუძნდა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
როგორც ”ფორტუნას” ”ოფთალმიჯიდან” აცნობეს, 2017 წლის დაჯილდოვებისათვის შესარჩევი კონკურსი 1 დეკემბრიდან ცხადდება.
”კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ მხატვრებს და მაგისტრებს. კონკურსანტის მაქსიმალური ასაკი – 35 წელია. ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, PDF ფორმატით, შემდეგ მისამართზე: [email protected].
საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 28 თებერვალი”, – განაცხადეს ჯავრიშვილის კლინიკაში.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
I – საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი
II – საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი
III – საუკეთესო ქანდაკება
IV – „წლის მხატვარი“
V – სახვითი ხელოვნების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
ცნობისთვის, ”ჟირაფის” პირველი დაჯილდოება 2015 წლის 11 ივნისს გაიმართა.