LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟირინოვსკი პუტინს ახალი წლის ღამეს უკრაინის დაბომბვისკენ მოუწოდებს: რუსული მედია

149
1

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ქვეყნის მტრების დაბომბვის გეგმაზე საუბრობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ქვეყნის პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ვიდეოს ნაწილში, რომელსაც რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ, ჟირინოვსკი გეგმაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს საჭიროა მტრების შესაშინებლად და დასასჯელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსეთისთვის სანქციების დაწესება გაგრძელდება.

ჟირინოვსკის აღნიშნული განცხადება რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა თითქმის ერთი და იმავე სათაურით გაავრცელა: “ჟირინოვსკი ახალი წლის ღამეს უკრაინის დაბომბვისკენ მოუწოდებს”; “ჟირინოვსკი მოუწოდებს, დაბომბონ უკრაინა და დასავლეთი შეაშინონ”.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ჟირინოვსკი ასევე აღნიშნავს, რომ ამას გააკეთებდა, ხელისუფლების სათავეში თავად რომ ყოფილიყო.

“მე რომ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში ვყოფილიყავი, ამას გავაკეთებდი… ჟენევაში შეხვედრამდე, ღამით, 31 დეკემბერს, ან 1 იანვარს (დროში სხვაობაა) დილის 4-5 საათზე, როცა ყველა უკვე ნასვამია, თქვენ არ გჭირდებათ ყველას დაბომბვა, ოღონდ შერჩევით, ისინი ვიღაცამ უნდა დასაჯოს, ვიღაცამ უნდა შეაშინოს.” – ამბობს ჟირინოვსკი.

როგორც “უნიანი” წერს, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ თქვა, რომ აუცილებელია “შერჩევითი დასჯა და შეშინება”.

“ოდიოზურმა რუსმა პოლიტიკოსმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ კვლავ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მან ახალი წლის ღამეს დაბომბვისკენ მოუწოდა. პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, მოლაპარაკებების დაწყებამდე ყველა შესაძლებლობას გამოიყენებდა. ამასთან, მან თქვა, რომ აუცილებელია “შერჩევითი დასჯა და ვინმეს შეშინება”, მაგრამ არა აუცილებლად ყველას დაბომბვა.” – წერს გამოცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები