LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჟიზელ ბუნდჰენი გვაჩვენებს, თუ როგორია ცხოვრება ღარიბ ქმართან ერთად“ – სკანდალის შემდეგ მოდელი ფოტოებს ავრცელებს

2066
page

ჟიზელ ბუნდჰენისა და მისი მეუღლის, ხოაკინ ველანტეს ქორწინების ირგვლივ სკანდალია ატეხილი. ბუნდჰენის ოჯახი ხოაკინთან მისი ქორწინების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს. გამოცემა Page Six-ის ინფორმაციით, 45 წლის მოდელის ახლობლები შეშფოთებულნი არიან წყვილს შორის არსებულ მნიშვნელოვანი ფინანსური უთანასწორობით და შიშობენ, რომ მომავალში ეს პრობლემების მიზეზი გახდება.

ინსაიდერის თქმით, ოჯახი ჟიზელს აფრთხილებდა, რომ „ქორწინება მამაკაცთან, რომელსაც ფაქტობრივად არაფერი გააჩნია, მაშინ როცა თავად მილიონებს ფლობს, შეცდომაა“.

„მას ფული საერთოდ არ აქვს“ – ჟიზელ ბუნდჰენის ოჯახი მის პირად ტრენერზე დაქორწინების გამო შეშფოთებულია

ყოველივე ამის ფონზე, ჟიზელ ბუნდჰენმა გამომწერებს ოჯახური დასვენებიდან ახალი ფოტოები გაუზიარა. კადრებში ჩანს სუპერმოდელის უმცროსი ვაჟი, რომელიც მან ჯიუ-ჯიცუს მწვრთნელთან ქორწინებაში შეეძინა.

„მოუსმინოთ თქვენი გულის ხმას და უფრო ღრმად შეიცანით და შეიყვარეთ საკუთარი თავი“, – წერს მოდელი.

„ჟიზელ ბუნდჰენი გვაჩვენებს, თუ როგორია ცხოვრება ღარიბ ქმართან ერთად“, – ასე შეაფასეს ვარსკვლავის უახლესი ფოტოები.

ფოტო: ახლად ნამშობიარები ჟიზელ ბიუნდჰენის ვნებები იახტაზე – 44 წლის მოდელი იდეალურ ფორმაშია

„რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა და რა საოცარ ფორმაშია“ – 44 წლის ჟიზელ ბიუნდჰენი და მისი მეოთხე შვილი პირველად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები