LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 44 წლის ჟიზელ ბიუნდჰენი პირველად გამოჩნდა

243
page

როგორც ცნობილია, 44 წლის ტოპ-მოდელი, ჟიზელ ბიუნდჰენი ორსულადაა. ტომ ბრედის ექს-მეუღლე დედა მეოთხედ გახდება. ბავშვის მამა მისი შვილების, „ჯიუ-ჯიცუს“ 36 წლის ინსტრუქტორი, ხოაკინ ველანტეა.

44 წლის ჟიზელ ბიუნდჰენი შვილების ინსტრუქტორისგან ბავშვს ელოდება

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ტოპ-მოდელი, რომელსაც ტომ ბრედისგან სამი შვილი ჰყავს, პირველად გადაიღეს. ის სახლიდან მარტო გამოდიოდა და მანქანაში ჩასაჯდომად ემზადებოდა. აღსანიშნავია, რომ ჟიზელს წამოზრდილი მუცელი უკვე ეტყობა. სავარაუდოდ ის ორსულობის მეხუთე თვეში იმყოფება.

ცნობისთვის, ჟიზელი და ტომი ერთმანეთს 13 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2022 წელს დაშორდნენ. წყაროს ცნობით, განშორების მიზეზი მოდელის მხრიდან მეუღლის ღალატი გახდა.

„დრო გავიდა და ჩვენი სურვილები შეიცვალა“ – რის გამო დაინგრა ჟიზელ ბიუნდჰენის 13 წლიანი ქორწინება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები