LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟოსეფ ბორელი რუსეთის მთავრობას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

67
ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში , ჟოზეფ ბორელი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაკავებას ეხმაურება და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

“რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ალექსეი ნავალნის უფლებებს და დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ის. სასამართლო სისტემის პოლიტიზირება მიუღებელია”, – წერს ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ცნობისთვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g