პოპულარული გამოცემა Vogue ქართული მოდის ინდუსტრიას დიდ ბლოგს უთმობს და ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ იპყრობს ქართული მოდა მსოფლიოს, პიონერად კი Balenciaga-ს ახალ კრეატიულ დიტრექტორს, დემნა გვასალიას ასახელებს. გამოცემის ფურცლებზე მოხვდა „ატელიე კიკალაც“, ისევე როგორც Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, რომელიცსაქართველოში ტარდება .
Vogue იმ ქართველი ქალების შესახებ აცნობს მკითხველს, რომლებმაც საკუთარი შემოქმედების გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოახერხეს და რომელთა გვერდი აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ “ინსტაგრამზე”:
1.ქეთევან გვარამაძე-ნიუ-ორკში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, თანამშრომლობს თამუნა ინგოროყვასთან
2.ნინო ელიავა-ონლაინ მაღაზია More is Love-ის დამფუძნებელი
3.მარიამ სიჭინავა-ფოტოგრაფი
4.მარიამ კობერიძე-დიზაინერი, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების გალერეის კურატორი
5.თაკო ნაცვლიშვილი-მოდელი, რომელიც არმანის სახე გახდა
6.ელენე მეტრეველი-რუსეთში მოღვაწე დიზაინერი
7.თამუნა წიკლაური-გემოვნების ეტალონი, რომელსაც მოდური დედის სტატუსი მიანიჭეს
8.ანკა ციციშვილი-რუსეთში მოღვაწე დიზაინერი, რომლის სთრით-სტაილს გამაოგნებელი უწოდეს
9.ლენკა ციციშვილი-თბილისში მაღაზია Pierrot Le Fou-ს მფლობელი