საავტომობილო სოციალურ ქსელის Drive Tribe ჟურნალისტმა ჯეტრო ბოვინგდონმა განახლებული სპორტქარი Porsche 911 GT3 გატესტა და გაარკვია, რომ აღნიშნული მოდელი კომპანია ”პორშეს” სამოდელო ხაზში, საუკეთესოა.
სპეციალისტი ამბობს, რომ ახალ 911 GT3-ს შეგვიძლია ყველა დროის ”უდიდესი პორშე” ვუწოდოთ.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2017 წლის ოქტომბრამდე მოდელი მექანიკურ ტრანსმისიას ვერ მიიღებს, არსებული კოლოფი ორმაგი გადაბმულობით თავის ამოცანას შესანიშნავად ასრულებს.
ტესტ-დრაივისას ჟურნალისტი ჯეტრო ბოვინგდონი ავტომობილის დინამიური მახასიათებლებით აღფრთოვანდა. ჯეტრო რბილმა სვლამ და კომფორტმაც მოხიბლა.