LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში შარვლის გარეშე ჩაერთო (ვიდეო)

165
mcvlte307nv41

ABC News-ის ჟურნალისტი უილ რივი პირდაპირ ეთერში პიჯაკში და შარვლის გარეშე ჩაერთო. ამის შესახებ ვიდეო CNN-მა გაავრცელა.

ის სატელევიზიო გადაცემაში “დილამშვიდობისა ამერიკა” მონაწილეობდა და პანდემიის გამო საეთერო ჩართვა სახლიდან განახორციელა.

ჟურნალისტმა პიჯაკი ჩაიცვა, თუმცა შარვლის გარეშე დაჯდა მაგიდასთან, ვინაიდან იფიქრა, რომ წელს ქვემოთ მას მაინც ვერავინ დაინახავდა. თუმცა არასწორად დაყენებული კადრის გამო, მისი შიშველი ფეხები ეთერში გამოჩნდა.

მოგვიანებით ჟურნალისტს “ტვიტერზე” შეტყობინებები მიუვიდა. მაყურებლები წერდნენ, რომ მას შარვალი ჩაეცვა.

ABC News-ის ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მედიკამენტების დრონების დახმარებით მიწოდების თემაზე საუბრობდა.

მოგვიანებით მან “ტვიტერზე” დაწერა, რომ დროის ეკონომიის მიზნით აღნიშნული შეცდომა გაეპარა.

“ვაპირებდი ჩართვის შემდეგ მევარჯიშა. ამის შემდეგ ოპერატორად ალბათ არავინ აიყვანს”,- აღნიშნა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g