ჟვანიას მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსს “ნისანისა” და “ჰიუნდაის” მარკის მსუბუქი ატომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ქალი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ამ დროისთვის შეფერხებულია.
როგორც შსს-მ “ფორტუნას” განუცხადა, გამოძიება 276-ე მუხლი მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.