LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმანისში მიწის ნაკვეთის აუქციონში „არ-ემ-ჯი გოლდი” დამარცხდა

100

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, სადაც დმანისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის 16 ჰა იყო გამოტანილი, “დმანისის გადარჩენის ფონდმა” მოიგო, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული.

აღნიშნული შედეგები გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ტერიტორია 5 მილიონ 56 000 ლარად იჯარით გაიცა. ფონდს 45-დღიანი ვადა აქვს, რათა ეკონომიკის სამინისტროში გადარიცხოს შესაბამისი თანხა, თუმცა, ამ დღეების განმავლობაში ფონდის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ, ტერიტორიაზე შესვლის და იქ ჩატარებული სამუშაოების დათვალიერების.

აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობას “არ-ემ-ჯი გოლდი”, “დმანისის გადარჩენის ფონდი” და მესამე დაინტერესებული პირი ღებულობდა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g