LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრო კულება :„თბილისის ქუჩებში მყოფებს: ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ – არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ“

132
დმიტრო კულება

„საქართველოს მთავრობამ თავისი რუსეთის მიმართ მცოცავი დათმობები იმ დაპირებით დაფარა, რომ თავიდან აიცილებდა ეგრეთ წოდებულ „უკრაინულ სცენარს“, რაშიც გულისხმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. საუბედუროდ, რისი მოწმეებიც დღეს საქართველოში ვართ, არის ზუსტად უკრაინული სცენარი – მაგრამ სხვა სახის“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება X-ზე წერს.

უკრაინის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, ზუსტად 11 წლის წინ, უკრაინის ღირსების რევოლუცია დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, როდესაც იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ არ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რამაც გამოიწვია საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანაში.

მისი თქმით, სქემა ნათელია: ჯერ თავისუფლებას წაგართმევენ, მერე დაგიწყებენ ცემას, შემდეგ კეთილდღეობა ქრება და რუსეთი გშთანთქავს:

ევროკავშირის ელჩი – „დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ – რაც გუშინ მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს“

„საქართველო 2024 წლის ნოემბერში ასახავს უკრაინას 2013 წლის ნოემბერში. ივანიშვილი, ისევე როგორც მაშინდელი იანუკოვიჩი, იგივე გეგმას მიჰყვება. ზუსტად 11 წლის წინ, უკრაინის ღირსების რევოლუცია დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, როდესაც იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ არ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რამაც გამოიწვია საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანაში. მაშინ უკრაინელები ფეხზე დადგნენ, უარი თქვეს იმაზე, რომ მათთვის თავისუფლება წაერთმიათ და მათმა ბრძოლამ შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა…

თბილისის ქუჩებში მყოფებს: თქვენი დღევანდელი ბრძოლა იმაზე მეტია, ვიდრე ის, რომ იყო პროევროპელი ან პრორუსი. საუბარია თავისუფლად ცხოვრების ფუნდამენტურ უფლებაზე. ამაყი ერი ხართ. იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ – არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ“, – წერს კულება.

პრეზიდენტი: „რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები… საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რომ სცემონ და დააპატიმრონ“

შსს: „აქციაზე 32 სამართალდამცავი დაშავდა… დაკავებულია 43 პირი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g