LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge Challenger–ის გატაცების წარუმატებელი მცდელობა – მანქანა ავტოსალონის კარებში გაიჭედა

66
dogclngernews

ილინოისის შტატში მდებარე Chrysler–ის, Dodge–ის, Jeep–ისა და Ram–ის სადილერო ცენტრმა წარუმატებელი ქურდობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. არც თუ ისე გონიერმა დამნაშავემ მთავარი კარიდან სცადა გასვლა, თუმცა მასლქარი ზედმეტად განიერი იყო და კარებში არ გაეტია. უფრო მეტიც, მანქანა გასასვლელში გაიჭედა და ქურდს დანაშაულის ადგილიდან გაქცევა ფეხით მოუხდა.

მიუხედავად კომიკური სიტუაციისა, ავტოსალონში გამტაცებლის შეჭრა დილერისთვის სერიოზულ უსიამოვნებად იქცა. ქურდმა მანქანა დააზიანა, ფანჯრები ჩაამტვრია, გააფუჭა კარი.

პოლიცია ეძებს ერთ ან რამდენიმე ბოროტმოქმედს, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში არიან. ავტოსალონში შეჭრამდე ბანდამ ახლო მდებარე რამდენიმე ოფისიც დაარბია.

ავტოსალონებში შეჭრის და ავტომობილების გატაცების შემთხვევები ბევრ შტატში დაფიქსირდა. მაროდიორები სადილერო ცენტრებს არბევენ, მაღაზიებს ძარცვავენ და გზად რაც შეხვდებათ ყველაფერს ანადგურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g