LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოჟა ქეთი პირველი ქალი რეპერია, ვინც ,,კოაჩელას” ჰედლაინერი გახდა

158
1713188814_doja-cat-1

,,კოაჩელას” პირველი კვირეული დოჟა ქეთმა დახურა. შთამბეჭდავ პერფორმანსს, რომელზეც დღეს ყველა აღტაცებით საუბრობს, ისტორიული დატვირთვაც ჰქონდა. ის პირველი ქალი რეპერი და ბიონსეს შემდეგ, მეორე შავკანიანი ქალი არტისტი გახდა, ვინც ფესტივალის ჰედლაინერად მოგვევლინა.

მელომანები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 28 წლის ჰიპ პოპ შემარულებელმა სცენაზე მგზნებარე თეატრალური შოუ მოაწყო. ახლა ყველა იმის მოლოდინშია, თუ რას შესთავაზებს ის პუბლიკას Coachella-ს დასკვნით საღამოს, რომელიც 21 აპრილს გაიმართება.

საგულისხმოა, რომ როგორც ჰედლაინერი, რომლის წარმოდგენა ,,კოაჩელაზე” ,,გარდიანმა” 100 ქულით შეაფასა, დოჟა ქეთი ბიონსესა და ბილი აილიშის რიგს შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები