ინტერნეტსივრცეში ბენ ფალეკის ახალი პაპარაცული ფოტოები გავრცელდა. 52 წლის მსახიობი ახლად შეძენილი სახლის ზღურბლთან იდგა და საყვარელი რესტორნიდან შეკვეთას იღებდა.
ამ დღეს ბენი უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო. ფოტოების გავრცელების შემდეგ საზოგადოებას მისი წარსული გაახსენდა. 2021 წელს, როცა აფლეკი შეყვარებულს, ანა დე არმასს დაშორდა, ის დეპრესიაში ჩავარდა, სახლში გამოიკეტა, სასმელს მიეძალა და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.
როგორც ჩანს, მეუღლისგან განთავისუფლებული ბენი ახლა თავს საოცრად ბედნიერად და ლაღად გრძნობს.
შეგახსენებთ, ორი კვირის წინ ცნობილ გამოცემას, In Touch Weekly-ს ინსაიდერმა შოკისმომგვრელი დეტალები გაუმხილა, მისი ცნობით, ბენი იმდენად ბედნიერია მეუღლესთან განქორწინებით, რომ ამ ფაქტის აღნიშვნას გრანდიოზული წვეულებით გეგმავს.
ფოტო: შეყვარებულისგან მიტოვებული ბენ აფლეკი „ფასტ ფუდს“ მიეძალა