Dolce & Gabbana-მ მაკარონის ლიმიტირებული კოლექცია გამოუშვა. ცნობილი მოდის სახლი რომ სპაგეტის დიდი მოყვარულია, ეს თავის კოლექციებში, პრინტისა თუ სამკაულის სახით არაერთხელ დაუმტკიცებია. სწორედ ამიტომ, Dolce & Gabbana-ს მაკარონის მწარმოებელ კომპანიასთან Pastificio di Martino-ს თანამშრომლობა გასაკვირი ნამდვილად არ არის. ლიმიტირებულ ხაზში, რომელიც სულ 5000-მდე ნივთს გააერთიანებს, ძირითადად მაკარონის შესანახი ქილები და წინსაფრები შევა. სიახლის ნახვა მსურველებს ბრენდის ოფიციალურ ვეგ-გვერდზე განთავსებულ საკმაოდ სექსუალურ რეკლამაში შეუძლიათ.