LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლიძე სანდრო ბერაძის გარდაცვალებაზე: შევწყვიტოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვა!

3867
BeFunky-collage (4)

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ეხმაურება.

“ჩემო კარგო ხალხო, არ არის კარგი ამბავი. სანდრო ბერაძე იპოვეს გარდაცვლილი. ნათელში იყოს მისი სული. ვიზიარებ მისი ოჯახის ღრმა მწუხარებას. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენის მხრივ კი გავერთიანდეთ და ხმა ამოვიღოთ აზარტული თამაშების უბედურების წინააღმდეგ. შევწყვიტოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვა ამ ჭირს. ქართული ოცნება / Georgian Dream სასწრაფოდ დადეთ კანონმდებლობა”- წერს ანა დოლიძე

სანდრო ბერაძის ცხედარს დღეს, ცხვარიჭამიის ტერიტორიაზე მიაგნეს.

პირველი არხის ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

29 წლის სანდრო ბერაძეს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ახლობლები სანდროს გაუჩინარების მიზეზად მის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას ასახელებდნენ. ბოლო ინფორმაციით გამოჩნდა ტაქსის მძღოლი, რომლის განცხადებითაც სანდრო ბერაძე სოფელ ზემოლელუბანში დატოვა. 29 წლის სანდრო ბერაძეს ოჯახი 4 დღე ეძებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g