რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წასული ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო ხშირად აქვეყნებს პოსტებს იმ ვითარების შესახებ, რაც ახლა უკრაინაშია.
დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი.. სულ ეს არის ჩემი დანაბარები: დომენიკ მანგო
ამჯერად, დომენიკ მანგო უკრაინელ ბებოზე წერს, რომელმაც მისი თქმით, რუს ჯარისკაცებს მოწამლული ღვეზელები აჭამა.
“უკრაინელმა ბებომ მოწამლული ღვეზელები გამოაცხო, აჭამა რუს ჯარისკაცებს და რვა ჯარისკაცი იმსხვერპლა. ამ ქვეყანას ვერაფერი დაამარცხებს. იბომბება ერთი კორპუსი, გადადიან მეორეში.
არც ქალი და არც კაცი არ ტოვებს ქვეყანას. ყველა ერთნაირად იბრძვის, ვისაც როგორც შეუძლია, არავინ იხევს უკან”,- წერს დომენიკ მანგო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე – ომი უკრაინაში
