Domino’s Pizza იტალიიდან გადის, – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომელიც წერს, რომ იტალიელები ამერიკულ ვერსიასთან შედარებით უპირატესობას ადგილობრივ პიცის რესტორნებს ანიჭებენ.
Bloomberg -ის ცნობით, ამერიკული ქსელი იტალიაში 2015 წელს ePizza SpA-სთან დადებული ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებით შევიდა და თავის დამკვიდრებას გამორჩეული სტრუქტურირებული ეროვნული მიწოდების სერვისით და ამერიკული სტილის ტოპინგებით გეგმავდა. თუმცა, კომპანიის ამბიციური გეგმები პრობლემების წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ტრადიციულმა პიცის რესტორნებმა პანდემიის დროს მიწოდების სერვისი გააუმჯობესეს, ან მესამე მხარის მიწოდების სერვისებთან დაიწყეს თანამშრომლობა, როგორებიცაა: Deliveroo, Just Eat, Takeaway.com ან Glovo.
შედეგად, იტალიაში Domino’s Pizza-ს 29 ფილიალიდან უკანასკნელიც დაიხურა.