სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის საშობაო ფოტოები ვრცელდება.
თეთრ სახლში საშობაოდ მორთულ Cross Hall-ში გადაღებულ ფოტოში დონალდი და მელანია ხელჩაკიდებულები არიან.
ისინი შობას თეთრ სახლში უკვე მეორედ ხვდებიან და საშობაოდ 30 ათასზე მეტ სტუმარს უმასპინძლებენ.

