აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ „მწვანე ბარათით“ აშშ-ში ქვეყნების საუკეთესო წარმომადგენლები არ ჩადიან და შესაბამისად, ეს სისტემა უნდა გაუქმდეს.
„არსებობს აშშ-ში მოხვედრის ასეთი საშუალება, სავიზო ლატარეა. ფიქრობთ, ეს ქვეყნები თავიანთ საუკეთესო წარმომადგენლებს გვიგზავნიან? არა, ისინი თავიანთ ცუდ წარმომადგენლებს გვიგზავნიან“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, აშშ-ს კონგრესმა უნდა გააუქმოს სავიზო ლატარეა და ჯაჭვური მიგრაცია.
„ჩვენ გვჭირდება იმიგრაციის ისეთი სისტემა, რომელიც პირველ რიგში, ამერიკელი ოჯახების, ამერიკელი გადამხდელებისა და უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებებს ითვალისწინებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბოლო თვეების განმავლობაში ტერორისტებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ნიუ-იორკზე და რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი აშშ-ში სავიზო ლატარეის სისტემის მეშვეობით მოხდა“.