LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: „უკრაინაში ომის დასრულება გვინდა – ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებთ“

142
Capture

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულება სურს და ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინთან ერთად მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სატელეფონო საუბარი პუტინთან, ტრამპმა პასუხი არ გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს.

„ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩვენ სერიოზულ დისკუსიებს ვაწარმოებთ. ჩვენ ვისაუბრებთ. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთოთ. ამ ომის დასრულება გვინდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. ჩვენ დისკუსიებს ვაწარმოებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან, დონალდ ტრამპმა მოკლედ უპასუხა: „უკვე ვსაუბრობთ, დიახ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g