LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს 

84
ტრამპიიის

ამერიკული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს, მათგან რამდენიმე დოკუმენტს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს.

მედიის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ჩხრეკისას დაახლოებით 20 ყუთი ამოიღეს, მათ შორის იყო ფოტოალბომები, ხელნაწერი შენიშვნები, ასევე ინფორმაცია „საფრანგეთის პრეზიდენტის“ შესახებ.

დონალდ ტრამპის რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა 9 აგვისტოს გაჩხრიკეს. საქმე ეხება ინფორმაციას, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თეთრი სახლიდან უკანონოდ წაიღო დოკუმენტები. გრიფით „სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტების წაღება აშშ-ში კანონით ისჯება.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ჩხრეკის ორდერის გაცემა მან დაამტკიცა. თავად ტრამპი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები