LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი მოაწერა

138
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას.

Sky News-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „საბჭოს პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო გახდეს“.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა ცერემონიაზე დონალდ ტრამპის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ამიერიდან „მშვიდობის საბჭო“ ოფიციალურად საერთაშორისო ორგანიზაციაა. ამის შემდეგ „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი მოაწერეს დამსწრე ქვეყნების ლიდერებმა.

ხელმოწერის ცერემონიალი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლები – საუდის არაბეთიდან, კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, არგენტინიდან, პარაგვაიდან, ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

როგორც დონალდ ტრამპმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება.

„წერილები რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ. აქ მხოლოდ ის ქვეყნებია, რომლებიც შემთხვევით დავოსში იმყოფებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g