სოციალურ ქსელებში გავრცელებული განცხადებების გამო აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს პოსტებს უშლიან და ანგარიშებს უბლოკავენ.
დონალდ ტრამპმა 6 იანვარს, ”twitter” – ში დაწერა, რომ კაპიტოლიუმის შენობის შტურმი ”ბუნებრივი რეაქცია” იყო და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ, პენსი გააკრიტიკა. გაცხადებების და არეულოობის გამოწვევის გამო, მას სოციალურ ქსელ ”twitter” – მა და ”facebook” – მა ანგარიშები დაუბლოკა და ბოლო ორი პოსტი წაუშალა. ამის შესახებ, ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
”Twitter” – ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ანგარიში მომდევნო 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერ შეძლებს სოციალური ქსელის გამოყენებას.
მისი ფსიქიკური მდგომარეობა საყურადღებოა: აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა ტრამპის გადაყენებას ითხოვს
კომიტეტის დემოკრატი წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში სოციალურ დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.
”მას გაფრთხილება მივეცით და ვუთხარით, რომ წესების სამომავლო დარღვევა, კომპანიის სამოქალაქო მთლიანობის ან ძალადობრივი საფრთხეების პოლიტიკის ჩათვლით, @realDonaldTrump ანგარიშის მუდმივ შეჩერებას გამოიწვევს”.
მოგვიანებით ”facebook” – ის განცხადებაც გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ ტრამპი ვერ შეძლებს Facebook- ზე ან Instagram- ზე პოსტის განთავსებას შემდეგი 24 საათის განმავლობაში, რადგან მისი შეტყობინებები, ძალადობის რისკს უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Twitter- მა და Facebook- მა წაშალეს ტრამპის პოსტები, ეს არის ყველაზე მკაცრი ქმედება, რომელიც რომელიმე კომპანიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ განახორციელა.
კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა