LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა

136
fot

Facebook-მა არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში წაშალა.

შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მომხმარებლები პროსამთავრობო ჯგუფებსა და ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ.

როგორც ანგარიშში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის უკან მყოფი ადამიანები თავიანთი რეალური ვინაობების დაფარვას ცდილობდნენ, გამოძიებამ მიაგნო ამ ქსელთან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის კავშირს.

„სხვა ქმედებებთან ერთად ეს ანგარიშები ცდილობდნენ მომხმარებლების სხვა პლატფორმებზე შეტყუებას, რომლებთანაც წარსულში მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციების გავრცელება არის დაკავშირებული.

ქსელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს მოიცავდა მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook-ის მონაცემებით, მხოლოდ ამ ქსელმა დაახლოებით $33 500 დახარჯა თავისი კონტენტის სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები