LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იკლებს გამომწერების რაოდენობა Facebook-ზე – “ფო­ლო­უ­ე­რები” ცუკერბერგსაც შეუმცირდა

146
მარკ ცუკერბერგი

დღეს დილიდან Facebook-ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბს გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­უმ­ცირ­დათ. ცვლილება შეეხო Facebook-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს მარკ ცუ­კერ­ბერ­გსაც.

ბიზნეს მაგნატს 10 მი­ლი­ონ­ზე მეტი “ფო­ლო­უ­ე­რი” ჰყავ­და”, ახლა 9986 ჰყავს.

მომხმარებლების ნაწილი ეჭვობს, რომ მიზეზი დაშვებული შეცდომაა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ “ფეისბუქის” ადმინისტრაცია სოციალური ქსელიდან ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბის­ გაქრობას ცდილობს.

გამომწერები შეუმცირდა ისეთ მსხვილ მედია ორგანიზაციებსაც, როგორიცაა New York Times, Washington Post, Huffington Post, The Hill, USA Today და სხვები.

Meta-ს საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები