უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
მისივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი გახსნეს ბაზრის, ავტოსადგურისა და დასახლებების მიმართულებით.