LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონეცკში რუსებმა 5-სართულიანი საცხოვრებელ სახლი დაბომბეს: დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი

159
BeFunky-collage (3)

დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასოვ იარში რუსებმა 5-სართულიანი სახლი დაბომბეს.

დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი.

სახლის ნანგრევებში 34 ადამიანია მოყოლილი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სახლის ორი შესასვლელი მთლიანად დაინგრა. ადგილზე მაშველები მუშაობენ, ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. ადგილობრივების თქმით, იქ სავარაუდოდ 34 ადამიანია, მათ შორის 9 წლის ბავშვი“, – წერს დონეცკის გუბერნატორი, პაველ კირილენკო.

როგორც კირილენკო აღნიშნავს, კორპუსს რუსული „ურაგანის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები