LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონეცკში რუსული ჭურვები საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაიღუპა 4 – დაშავებულებს შორის 6 ექიმია

118
Untitled design - 2022-02-24T181552.899

დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარში რუსული სამხედრო ჭურვები საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 10 მშვიდობიანი მოქალაქე, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„უგლედარში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 4 ადამიანი მოკლეს და 10 დაჭრეს. დაჭრილებს შორის 6 ექიმია,“ – წერს კირილენკო.

მისი თქმით, დაჭრილების მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა.

 

სანქციებსა და მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებებზე ყველაფერს წაიკითხავთ აქ:

მაკრონი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქნება იმ აგრესიის თანაზომიერი, რომელშიც ის არის დამნაშავე

სტოლტერბერგი: ნატომ გადაწყვიტა, დაიწყოს სამხედრო გეგმის განხორციელება – ეს არის ჩვენი თავდაცვა

ბორელი: ყველაზე მკაცრ და მძიმე სანქციებს მივიღებთ, რომელიც აქამდე მიღებულა

НОВАЯ ГАЗЕТА-ს რედაქტორი: ჩვენ ვგლოვობთ… არასდროს ვცნობთ უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას მტრის ენად

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა დიდი ომის ზღვარზეა – მოვლენების ქრონოლოგია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g