LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქნება იმ აგრესიის თანაზომიერი, რომელშიც ის არის დამნაშავე

102
Untitled design - 2022-02-24T173216.967

ომის არჩევით პრეზიდენტი პუტინი არა მხოლოდ უკრაინას დაესხა თავს, არამედ მან გადაწყვიტა განახორციელოს ათწლეულების მანძილზე ყველაზე მძიმე თავდასხმა მშვიდობასა და სტაბილურობაზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

სტოლტერბერგი: ნატომ გადაწყვიტა, დაიწყოს სამხედრო გეგმის განხორციელება – ეს არის ჩვენი თავდაცვა

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები გარდამტეხი მომენტია ევროპის ისტორიაში.

„ეს მოვლენები არის გარდამტეხი მომენტი ევროპისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მათ ექნებათ ხანგრძლივი და შორსმიმავალი შედეგები ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენი კონტინენტის გეოპოლიტიკაზე“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკრაინის მიმართ მისი აგრესიის ადეკვატური იქნება.

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქნება იმ აგრესიის თანაზომიერი, რომელშიც ის არის დამნაშავე“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ ევროპული სანქციების სამიზნე იქნება რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური და ენერგეტიკის სექტორები.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა დიდი ომის ზღვარზეა – მოვლენების ქრონოლოგია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g