გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე საფეხბურთო ქალაქში მუზეუმი გაიხსნება.
დორტმუნდში გერმანული ფეხბურთის მუზეუმს აკეთებენ. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ამ ქალაქს ფეხბურთის განსაკუთრებული ტრადიციები აქვს, ამიტომ ნაციონალური ფეხბურთის მუზეუმის იქ გახსნა გასაკვირი ნამდვილად არ არის.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმი რკინიგზის სადგურის წინ კეთდება. ამიტომ, ის იქნება პირველი ადგილი, რომელსაც ქალაქის სტუმრები ნახავენ.