სრულიად მოულოდნელად, iTunes-ზე დრეიკის ერთდროულად ორი სიმღერის – „Pop Style“ და „One Dance“ პრემიერა შედგა.
ორივე მათგანი კანადელი რეპერის მეოთხე ალბომში „Views from the 6“ შედის, რომლის რელიზიც მიმდინარე თვეში იგეგმება, თუმცა მისი გარეკანი და თრექლისტი ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა.
ცოტა ხნის წინ დისკის მხარდასაჭერად ლიდ სინგლი „Summer Sixteen“ გამოვიდა, რომელიც Billboard Hot 100-ის პირველ პოზიციაზე განთავსდა.