LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრეიკმა კონცერტზე პატივი უიტნი ჰიუსტონს მიაგო

140
photo-collage.png (42)

ლონდონში, საიუბილეო, მე-20 Wireless Festival გაიმართა, რომლის ,,ჰაილაითად” დრეიკის დასკვნითი პერფორმანსის კულმინაცია იქცა.

ქსელში ელვის სისწრაფით ვრცელდება ვიდეო, რომელშიც კანადელი რეპერი ფესტივალის ბოლო საღამოზე მსმენელს სიმღერის – I Will Always Love You ფონზე ემშვიდობება. საგულისხმოა, რომ რეპერი სამი დღის განმავლობაში სეტს სწორედ უიტნი ჰიუსტონის გადამღერებული საკულტო ჰიტით ხურავდა.

ფესტივალში მონაწილეობა ათეულობით ჰიპ ჰოპ არტისტმა მიიღო. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფესტივალზე ისეთი შემსრულებლებიც გამოჩნდნენ, რომლებიც დაანონსებული არ იყვნენ. პუბლიკისთვის მოულოდნელად სცენაზე ლორინ ჰილი, 21 Savage, Sexyy Red, Central Cee და სხვები გამოვიდნენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დრეიკი ფესტივალის ისტორიაში პირველ შემსრულებლად იქცა, რომელმაც სამდღიანი კონცერტების სერიის მთავარი სცენა ერთადერთი ჰედლაინერის სტატუსით დაიკავა.

ცნობისთვის, Wireless Festival 2005 წლიდან ლონდონში, ივლისის პირველ დღეებში იმართება და ღია ცის ქვეშ თავს ჰიპ ჰოპ მუსიკის მოყვარულებს უყრის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები