ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელი ”დრესაპ ჯგუფი” სეზონურ ფასდაკლებას იწყებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფასდაკლებების აქცია 28 ივნისს დაიწყო და ის ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.
”Levi’s-ის, Lee & Wrangler-ის, Mavi-ის, FActory-ის და Jeans Gallery-ის მაღაზიებში ნებისმიერი მსურველი შეძლებს ისარგებლოს აქციით ახალ კოლექციებზე. აქციის ფარგლებში გაზაფხული-ზაფხულის 2016 წლის კოლექციებიდან გარკვეული მოდელების შეძენისას მომხმარებელი 30%-იან ფასდაკლებას მიიღებს. ცნობისთვის, აქცია ”ბენსიმონების” სხვადასხვა მოდელზეც ვრცელდება”, – განაცხადეს ”დრესაპ ჯგუფში”.
ცნობისთვის, „დრესაპ ჯგუფი“ 20 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზეა და დღეისათვის წარმოდგენილია მაღაზიებით: Jeans Gallery, Factory, Atrio, Levis, Lee & Wrangler და Mavi, ჯამში 20 ფილიალით. ამასთანავე, „დრესაპ ჯგუფი“ ბრენდების: Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Mavi, Vans, Falke, Burlington – ექსკლუზიური და 50-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მათ შორისაა: Bensimon, Toms, Converse, Lacoste, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal’s, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco და ა.შ.