გერმანიის ქალაქ დრეზდენში საშობაო ცირკიდან 4 ზებრა გაიქცა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ცხოველების უკან დაბრუნება პოლიციამ უკვე მოახერხა, თუმცა, ამ მცდელობისას ერთი მათგანი დაშავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვოლიერში დაბრუნებული ზებრებიდან ერთი დაიღუპა.
ცირკის თანამშრომლების განცხადებით, ცხოველის სიკვდილის მიზეზი გადატანილი სტრესი გახდა.