გადახდის DRG მეთოდის დანერგვის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვა რამდენიმე კლინიკამ დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, შემთხვევები ერთეულია, თუმცა მან კონკრეტული კლინიკები არ დაასახელა.
დღეიდან საქართველოში კლინიკების დაფინანსების მექანიზმი იცვლება - რას ნიშნავს DRG-სისტემა
DRG სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.
„უკვე 20 დღეა ახალი მეთოდი ამოქმედდა, პროცესი სამუშაოა. დრო ცოტა გავიდა იმისთვის, რომ შეფასება გავაკეთოთ. რამდენიმე კლინიკამ დატოვა პროგრამა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ერთეულია რაოდენობა. ისინი მანამდე ლიმიტირებული ჩართულობით მონაწილეობდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
1-ელი ნოემბრიდან საქართველოში გადახდის DRG მეთოდი ამოქმედდა.
უწყების ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში კი საშუალოდ 1260 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში საათში 4,4 ლარით, თვეში კი საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება.
მომავალი წლიდან ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება - 7 ლარი, ექთნის 4,4 ლარი იქნება