LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროა ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტს მიმართოს: ბადრი ჯაფარიძე

182
ბადრი ჯაფარიძე

მინდა მოვუწოდო, „ქართულ ოცნებას“, ახლა ნამდვილად არის დრო, რომ ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, იმ ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ასევე არის აგრესიის მსხვერპლი, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

“ამის გარდა, „ლელომ“ გავაჟღერეთ და შევიტანეთ ინიციატივა რეზოლუციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. ეს რეზოლუცია აუცილებლად მიღებული უნდა იყოს.”

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორია ვერ გახდება და არ უნდა გახდეს ისეთი პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდების გამტარი ქვეყანა, რომელიც სანქცირებულია.

“რამდენადაც ცნობილია არსებობს შესაბამისი სია საბაჟოზე იმ პროდუქციის, რომელსაც ორმაგი გამოყენება შეიძლება, ჰქონდეს, რომლის გავლაც არ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთის მიმართულებით. შესაბამისად, აუცილებელია ეს იყოს ოფიციალურად გაჟღერებული.” – აცხადებს ჯაფარიძე.

“ლელოს” ლიდერის თქმით ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ არის განსაკუთრებულ რისკებთან დაკავშირებული, არამედ აღწერს რეალურ, ფაქტობრივ ვითარებას, აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მხრიდან გადადგმული.

“ის პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს, რომ უკრაინას, ჩვენს უახლოეს მეგობარს არ ჰყავს ელჩი საქართველოში, ეს დიდი პრობლემა აღმოიფხვრება. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ის ბრძოლა, რომელსაც ისინი ეწევიან, არის ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g