LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროდადრო გონებაზე არ არის, თუმცა აპარატის დახმარების გარეშე სუნთქავს – როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

143
kaxi kavsadze

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის უკვე თვენახევარია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ „ფორტუნას“” განუცხადა, მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„კახი კავსაძეს კორონავირუსი არ აქვს. გასულ წელს მან დაამარცხა კოვიდ-19 და გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. სამწუხაროდ რამდენიმე კვირაში კვლავ გადმოიყვანეს ჩვენთან კოვიდის შემდგომი გართულებებითა და თავისი დაავადებებით. პაციენტი მძიმეა, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. დროდადრო გონებაზე არ არის, თუმცა ამ დრომდე აპარატის დახმარების გარეშე სუნთქავს”, – აღნიშნა ლალი ტურძელაძემ ჩვენტან საუბარში.

ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა. ვირუსი მან რამდენიმე კვირაში დაამარცხა.

მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თსსუ-ს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g