დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი “მერი” ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ოკუპირებული რეგიონის „ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით ავრცელებს.
„ტასის” ცნობით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ოკუპირებული ქალაქის ყოფილი „მერი” მანოლის პილავოვია. აფეთქების შედეგად კიდევ სამი დაშავდა.
პილავოვი ოკუპირებული ლუგანსკის “ადმინისტრაციას” 2014 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოებმრამდე ხელმძღვანელობდა