LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის 107-ე დღე უკრაინაში – აგრესორები ლისიჩანსკს მსხვილი ჭურვებით მომბავენ

102
ომი უკრაინაში

ომის 107-ე დღე უკრაინაში.

საოკუპაციო ძალა დონბასზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვის. ოკუპანტთა მთავარი ძალები სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკშია კონცენტრირებული.

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, აგრესორები ლისიჩანსკს მსხვილი კალიბრის ჭურვებით ბომბავენ, სევეროდონეცკში კი ქუჩის ბრძოლები გრძელდება.

უკრაინული მხარის მტკიცებით, ოკუპანტები მძიმე დანაკარგებს განიცდიან, თუმცა ასევე მძიმეა უკრაინის დანაკარგები. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად 100-მდე უკრაინელი სამხედროს იღუპება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ომის 106-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში წინსვლის შესახებ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელ ჯარისკაცს და პატივი მიაგო დაღუპულებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან ემანუელ მაკრონთან უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ თემაზე მუშაობა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები