რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონი რუზსკის რაიონის პოკროვსკოეს დასახლებასთან ჩამოვარდა, მეორე კი ისტრას რაიონის ტერიტორიაზე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რეზნიკოვი: უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვის სწავლა უკვე დაიწყეს
რეზნიკოვი: უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვის სწავლა უკვე დაიწყეს
მომხდარს „ტელეგრამ“ არხზე რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ერთ-ერთი დრონი მის სახლთან ჩამოვარდა.
„ისტრას რაიონში ჩამოგდებული დრონი ჩვენს გვერდით ქუჩაზე დაეცა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის წყალობით, მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე“. – წერს სიმონიანი.