LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროზე გაიტანე, სამეცადინო მაქვს: სალაჰმა გოგონას მოუბოდიშა (ფოტო)

ruebe7929a81b

გოგონამ სალაჰს თხოვა ცოტა ადრე გაეტანა, რათა შინ მალე მისულიყო. მომ ცოტა მოგვიანებით გაიტანა, თუმცა ამისთვის მოიბოდიშა.

აფრიკის თასის საკვალიფიკაციოში ერთმანეთს ეგვიპტე და ტუნისი შეხვდნენ. ოპერატორმა პატარა გოგონას სალაჰისადმი მიმართვა დააფიქსირა. მას პლაკატზე ეწერა: «Salah please score. I want to go home, I have homework» (სალაჰ გაიტანე რა. სახლში უნდა მივიდე, სამეცადინო მაქვს“).

„ლივერულის“ ფორვარდმა გაიტანა, მაგრამ ძალიან გვიან – 90-ე წუთზე. მატჩის შემდეგ ის ტვიტერზე შევიდა და გოგონას მოუბოდიშა.

„ძალიან ვეცადე შინ ადრე გამეშვი, ბოდიში, რომ ბოლო წუთამდე გალოდინე. იმედია ხვალ შენი მასწავლებელი გაგებით მოეკიდება“, – დაწერა სალაჰმა.

მოჰამედის გოლი კი გამარჯვების აღმოჩნდა – 3:2.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g