,,როიალ ალბერტ ჰოლის” სცენაზე, დუა ლიპას დებიუტი შედგა. 29 წლის არტისტი აუდიტორიის წინაშე ორკესტრის თანხლებით, ყველა ცნობილი ჰიტით წარდგა. მან სიმღერები ახალი დისკიდანაც შეასრულა.
როგორც მოსალოდნელი იყო, კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
საღამოსთვის, ახალგაზრდა შემსრულებელმა ჟან-პოლ გოტიეს წითელი და შანელის შავი კაბები მოირგო.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მომღერალმა სიურპრიზიც მოუწყო. ყველასთვის მოულოდნელად, ის სცენაზე ელტონ ჯონთან ერთად გამოვიდა. ვარსკვლავურმა ტანდემმა 2021 წლის დუეტი – Cold Heart იმღერა და რამდენიმე წუთიანი ოვაციებიც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ დუა ლიპამ 3 მაისს, მესამე სტუდიური ალბომი – Radical Optimosm გამოუშვა. ახლახან, მან დისკის მასშტაბური მსოფლიო ტურნე დააანონსა, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება.
დუა ლიპამ 2025 წლის ტურნე დააანონსა